უმეას უნივერსტიტეტის მეცნიერებმა, შვედეთში, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ხე აღმოაჩინეს. ეს გახლავთ ფიჭვი, რომლის ასაკიც, ანალიზის მიხედვით, 10000 წელს აღწევს.
როგორც ცნობილია, ბოტანიკოსებმა ფულუს მთაზე სამი მხცოვანი ხე აღმოაჩინეს, ერთი მათგანი 375, 5660 წლის იყო, მეორე 9000 და მესამე 9550-ის. ამ ფიჭვებს შემთხვევით ხეების აღწერისას გადააწყდნენ და მართლა გაოგნებულები დარჩნენ. მათ ვერც კი წარმოედგინათ დედამიწაზე ამ ასაკის ხის არსებობა.
ამ ფაქტამდე მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ რომ უძველესი ხეები ჩრდილოამერიკული “სეკვოები” იყო, მათი ასაკი 4-5 ათასი წელია. თუმცა ფიჭვმა აშკარად აჯობა მათ ხანდაზმულობით. ამ ხის ფესვები იმ პერიოდის მომსწრენი არიან, როდესაც უკანასკნელი გამყინვარება ახალი დამთავრებული იყო. რაც შეეხება ხის ტანს, იგი ფესვებზე ახალგაზრდაა, ყველაზე ნორჩი ამონაყარი კი 1940 წელს ეკუთვნის.
ამ აღმოჩენამ ბოტანიკოსები საგონებელში ჩააგდო.თავიდან არსებობდა ვერსია, რომ ფიჭვის სამშობლო სკანდინავია იყო, თუმცა ახლა ამ ტერიტორიის გადასინჯვა ხელახლა მოუწიათ. როგორც აღმოჩნდა ფიჭვის თესლები შვედეთში ჩრდილოეთიდან მიგრირებულმა ხალხმა, ძალიან, ძალიან შორეულ წარსულში ჩამოიტანა. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი ის გახლავთ, რომ ამ ადგილას ადრე კლიმატი ბევრად თბილი იყო ვიდრე ახლაა.