“გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი თამუნა ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგებას მიმართავს.
“ვინმემ შეიძლება ამიხსნას, რომელი დევი გადააჯდა ოზურგეთის წყალს, ასე რომ გვაწამებს და ციცინათელასავით ხან მოვა, ხან წავა… ხმას რატომ არავინ იღებს, მაინტერესებს?! საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასე მწარედ რატომ დაგვცინის? რა რემონტი, რის რემონტი? ამ სატყუარას არ მივიღებთ”, _ წერს ღლონტი.