დღეს, 18 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს, სადაც, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე სამუშაო შეხვედრის თარიღი გაჟღერდება.
ჯერჯერობით, უცნობია, რა დათმობებზე წავა მმართველი გუნდი, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოპოზიცია კვლავ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს.
საპარლამენტო არჩევნების ბარიერის გარეშე შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხს კი ოპოზიციის ნაწილი კონსენსუსის შექმნის ილუზიასა და პოლიტიკურ სატყუარას უწოდებს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეთანხმებას მოახერხებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ერთჯერადად, უბარიეროდ ჩატარდეს.