ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის შესახებ, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.
მიმდინარე წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.
22.06.1941-08.05.1945 წწ. – აღნიშნულ პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით. გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რათა უფლებამოსილმა პირებმა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 30 სექტემბრამდე შეძლონ განცხადებით წარდგენა. დაზუსტებისთვის, მხოლოდ თავად დაზარალებულს, ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადებით მიმართვა. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა.
აღნიშნული წერილი მოგვაწოდა საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
ვის შეუძლია აღნიშნული დახმარების მიღება:
საფუძველს მიიღოს პირმა ერთჯერადი ფულადი დახმარება წარმოადგენს აუცილებლობა, განმცხადებელი იყოს საბჭოთა კავშირის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იმყოფებოდა ტყვედ რომელიმე გერმანულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე.
პირი/განმცხადებელი ან უფლებამოსილი პირი მიიღებს ერთჯერადად 2500 ევროს.
სად უნდა გაიზგავნოს, ან როგორ უნდა მოიპოვოთ განცხადების ნიმუში და შეავსოთ იგი:
ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად აუცილებელია წერილობითი განცხადებით მიმართვა არაუგვიანეს 30.09.2017 (ბოლო თარიღი). განცხადება უნდა შეივსოს გერმანულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე და გაიგზავნოს ფოსტით ქვემოთ მოყვანილ მისამართზე. განცხდების ადრესატია ცენტრალიზებული სამსახურებისა და გადაუწყვეტელი ქონებრივი საკითხების ფედერალური უწყება:
Bundesamt für zentrale Dienste und offene Vermögensfragen – Bund.de
DGZ-Ring 12 13086 Berlin
განცხადებისთვის აუცილებელია სპეციალური ანკეტის შევსება, რომლებიც ატვირთულია ამავე ბმულზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე/ან სახელმწიფო უწყების პარტნიორ საინფორმაციო სააგენტოების გვერდებზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
+ 4930 187030 1550 (Bundesamt für zentrale Dienste und offene Vermögensfragen)
პირები, ვინც ვერ მიიღებენ აღნიშნულ კომპენსაციას / სამართლებრივი ახსნა-განმარტება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს რეგულაციების მიხედვით;
აღნიშნულ ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებს პირი თუ:
- მას მას ჩადენილი აქვს სამხედრო დანაშაულებები, ან დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ან მონაწილეობდა მასში.
- პირები რომლებიც ტყვედ ყოფნისას ან ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე – აღნიშნულ პერიოდში თანამშროლობდნენ ან მუშაობდნენ ნაცისტური გერმანიის ოფიციალურ სტრუქტურებთან: გერმანული პოლიცია/დაცვის პოლიცია/საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია – გესტაპო/უშიშროების სამსახური/დაცვის რაზმები/საშტურმო რაზმები/ SS-ის ძალები.
- მუშაობდნენ ან თანამშრომლობდნენ 22.06.1941-დან 08.05.1945-მდე პერიოდში ვერმახტის შეიარაღებულ ძალებში/თან, ან სხვა სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში/თან რომლებიც ემორჩილებოდნენ გერმანულ რეიხს ან მის მოკავშირე სახელმწიფოებს და ამ ფორმით ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული, ან დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
ბმული ანკეტით:
რა უნდა გაითვალისწინონ უფლებამოსილმა პირმა/პირებმა სამკვიდრო უფლების ამოქმედების შემთხვევაში:
განმცხადებლის/უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუკი განცხადების შეტანიდან 6 თვის განმავლობაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის უწყებას არ მიმართავს უფლებამონაცვლე მემკვიდრე, იგი კარგავს კომპენსაციის მიღების უფლებას.ეტა-განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
თუ თქვენს მიერ ანკეტა-განაცხადი არ იქნება შევსებული ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპენსაცია არ გაიცემა.
ანკეტა-განაცხადის შევსებისას განმცხადებელმა უნდა გაითვალისწონოს:
- მხოლოდ თქვენ, როგორც უფლებამოსილ, ან თქვენი ნდობით აღჭურვილ (საჭიროა ოფიციალური მიდობილობის არსებობა) პირს გაქვთ უფლება მოითხოვოთ/მიიღოთ კომპენსაცია.
განმცხადებელმა განაცხადს უნდა დაურთოს ცნობა ოფიციალური ორგანიზაციებიდან (ბანკი, ადმინსტრაციული უწყება, საავადმყოფო, წითელი ჯვრის ორგანიზაცია, საელჩო…) იმის შესახებ, რომ ანკეტა-განაცხადის შევსებისას განმცხადებელი ცოცხალია.
- თუ ანკეტა-განაცხადი წარმდგენია მესამე პირი, როგორც ნდობით აღჭურვილი პირი, უნდა მიეთითოს მისი შესაბამისი მონაცემები ნოტარიუსის/ იუსტიციის სახლის/სასამართლოს მიერ გაცემული მინდობილობის დართვით.
- თუკი უფლებამოსილი პირი გარდაიცვალა განცადების წარდგენის შემდეგ, რის შესახებაც გერმანიის ცენტრალიზებული სამსახურებისა და გადაუწყვეტელი ქონებრივი საკითხების ფედერალური უწყება დროულად იყო ინფორმირებული, კომპენსაციას მიიღებს გარდაცვლილის მეუღლე, ან შვილები. კომპენსაციის მიღების უფლება უქმდება თუ მეუღლე და შვილები გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ წარადგენენ განაცხადს უფლებამოსილების შესახებ.
- აღნიშნულ პუნქტში უნდა ჩაიწეროს ინფორმაცია სამხედრო ტყვედ ყოფნის (4.1), სამხედრო ტყვეთა ბანაკში ყოფნის (4.2.) შესახებ და მოყვანილ იქნას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სამხედრო ტყვედ ყოფნის დამადასტურებელი ცნობა გაიცემა საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის არქივიდან (ქ.თბილისი; გლდანის რ-ნი; გმირ კურსანტთა ქუჩა 4)
კომპენსაციის შეუფერხებლად მიღებისათვის სრულად უნდა იქნას მითითებული განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები, სრული მისამართი და საერთაშორისო საბანკო კოდები (BIC, SWIFT, IBAN).
- თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა უნდა დაადასტუროთ ხელმოწერით. ხელმოწერის გარეშე მიწოდებული ანკეტა-განაცხადი არ მიიღება.
- მონაცემთა გადამოწმებისათვის საჭიროა განმცხადებლის თანხმობა, რათა საჭიროებისამებრ შემოწმდეს ანკეტაში მითითებული ფაქტები.
თანხმობის დადასტურება საჭიროა ხელმოწერით ( 6;7 პუნქტებში) (R)