ვენესუელაში, ციხეში ბუნტის დროს 37 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ციხეში ვითარების განსამუხტად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ძალები გაგზავნეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოწმეები ამბობენ, რომ სროლების ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში ესმოდათ, სახელმწიფო რწმუნებულმა, ლიბორიო გუერულამ მომხდარს მასობრივი ხოცვა ჟლეტა უწოდა.
პროკურატურის ცნობით, ბუნტის შედეგად 14 ოფიცერიც დაიჭრა.
ციხის 2 მონიტორინგის ჯგუფის განცხადებით, 37-ვე მოკლული პატიმარია.
როგორც ცნობილია, ციხეში ბუნტის დროს 105 პატიმარი იმყოფებოდა.