ესპანეთის სუპერ თასი “რეალ მადრიდმა” მოიგო. მან “ბარსელონა” ოთხშაბათს საღამოს გამართულ მატჩში 2-0 დაამარცხა.
BBC-ის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” მცველმა, ჟერარდ პიკემ განაცხადა, რომ სტადიონზე პირველად გრძნობდა “რეალ მადრიდზე” დაქვემდებარებას.
“ჩვენ არ გვაქვს საუკეთესო დრო, როგორც კლუბს ან გუნდს”,_აცხადებს პიკე, რომელიც ბარსელონას შემადგენლობაში უკვე 9 წელია თამაშობს.
“ეს ხანგრძლივი პროცესია და არსებობს ოთახი გაუმჯობესებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ და წინ წავიდეთ”,_აცხადებს პიკე.