გინდათ, კამათის დროს ბოლო სიტყვა თქვენ გეკუთვნოდეთ? უთხარით ოპონენტს “როგორც ჩანს, თქვენ მართალი ხართ”.
ერის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე 4 ბავშვის აღზრდა.
ავტორიტეტს, პირველ რიგში, სიმშვიდით მოიპოვებ.
როდესაც ორი ჩხუბობს, იგებს მესამე.
მტრები გყავს? კარგია, ეს იმას მოწმობს, რომ ცხოვრებაში რამეს მიაღწიე.
ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი ისაა, რომ ზოგჯერ სულელებიც მართლები აღმოჩნდებიან.
ჩვენ ვცხოვრობთ დიადი მოვლენებისა და პატარა პიროვნებების ეპოქაში.
ძალაუფლება- ნარკოტიკია. ერთხელ თუ გაუსინჯავ გემოს, სამუდამოდ მოიწამლები.
პოლიტიკა ისეთივე საინტერესოა, როგორც ბრძოლა. ბრძოლაში მხოლოდ ერთხელ მოგკლავენ, პოლიტიკაში კი რამდენჯერმე.