ინგლისში “შოკოლადის ეროვნულ კვირეულს” აღნიშნავენ. ქალაქ უორკსის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა ჯანი დანიელომ კი რეკლამისთვის გინესის წიგნში მოხვედრა განიზრახა და საკუთარი შეფმზარეულის, კრის ლონგის დახმარებით მიზანსაც მიაღწია.
მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ტრიუფელი დაამზადეს.
გიგანტური სასუსნავი 254 კგ-ს იწონის და წინა რეკორდზე 60 კგ-ით მეტია.
ტრიუფელი “წესების სრული დაცვით” არის დამზადებული, ანუ შოკოლადის, ნაღებისა და კაკაოს ფხვნილის გარდა გამოყენებულია კრემი “განაში” და კონიაკი.