მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უფლის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღევლინება. წირვის შემდეგ კი ხილის კურთხევა გაიმართება.
ფერისცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორის არის. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ!”.
ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება – მთას ღრუბელი ადგება.