სინგაპურთან ახლოს ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო ხომალდი „მაკკეინი“ ნავთობის გადამზიდ ტანკერს შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას NDTV ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების 10 მეზღვაური დაიკარგა, ხოლო 5 დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მე-7 ფლოტის საზღვაო გამანადგურებელს იაპონიაში ავარია მოსდის.
გავრცელებული ცნობით, ივნისში მსგავსი შეჯახების შედეგად 7 მეზღვაური დაიღუპა.