ძაღლმა საცხოვრებელი სახლის ეზოში 85 000 დოლარის ღირებულების ჰეროინი ამოთხარა
ორეგონში, ძაღლმა საცხოვრებელი სახლის ეზოში 85 000 დოლარის ღირებულების ჰეროინი ამოთხარა. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS.AZ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძაღლის მეპატრონეებმა ნაპოვნი პაკეტის გახსნა თავად გადაწყვიტეს, რის შემდეგაც, აღმოაჩინეს, რომ მასში ნარკოტიკული ნივთიერება იყო მოთავსებული.
ადგილობრივი შერიფის თქმით, ძაღლის მიერ ნაპოვნი ჰეროინი დაახლოებით 425 გრამია.