ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს, ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისთვის, აგენტებისთვის თანხის გადახდა არ შეუძლია. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
საიდუმლო სამსახურის დირექტორის, რენდოლფ ალესის თქმით, აღნიშნული პრობლემა ტრამპის ადმინისტრაციის დროს არ წარმოქმნილა და უკვე წლებია რაც გრძელდება.
როგორც ცნობილია, ტრამპი თითქმის ყოველ კვირას ნიუ ჯერსს, ვირჯინიას ან ფლორიდას სტუმრობს, მისი ბავშვებიც ასევე მოითხოვენ საერთაშორისო დონის დაცვას მოგზაურობის ან არდადეგების დროს.
მაუწყებლის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში 42 ადამიანს აქვს დაცვა, რომელშიც პრეზიდენტის ოჯახის 18 წევრი შედის, ობამას ადმინისტრაციაში კი საიდუმლო სამსახური 31 ადამიანს იცავდა.
როგორც ცნობილია, ალესმა ადრე წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც საიდუმლო სამსახურის შტაბი 3 000 კაცით უნდა გაზრდილიყო მომდევნო წლებში.
„ვფიქრობ, ის ფაქტი რომ პრეზიდენტს დიდი ოჯახი აქვს უფრო მეტ სრესს ჰქმნის ორგანიზაციისთვის”, _ განაცხადა ალესმა.
როგორც ცნობილია, ალესი კონგრესმენ დეპუტატებს აგენტებისთვის ხელფასის და ზეგანაკვეთის წელიწადში 160 000 დოლარიდან 187 000 დოლარამდე გაზრდის საკითხის განსახილველად შეხვდა.
მისი განცხადებით, ხელფასების ზრდა ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ამოწურვამდე მოხდება, მაგრამ თუ ეს დამტკიცდა 130-ზე მეტი აგენტისთვის შესრულებული სამუშაო საათების ანაზღაურება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდება.
„მიმდინარე პრობლემის და სერიოზული საკითხების გადასაჭრელად სააგენტო მჭიდროდ ითანამშრომლებს უსაფრთხოების დეპარტამენტთან, ადმინისტრაციასთან და კონგრესი საკანონმდებლო გადაწყვეტილებას მიიღებს“,_აცხადებს ის.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ტრამპი მზადაა საიდუმლო სამსახური უზრუნველყოს და დაიცვას ქვეყანა ყველა საჭირო რესურსით.
„ჩვენ ვაპირებთ კონგრესთან ერთად განვაგრძოთ მუშაობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე რომელიც მათ ქმედებას მოითხოვს“, _ აცხადებენ თეთრ სახლში.