„ამ წუთებში, წუხანდელი სტიქიის შემდეგ, ურეკსა და შეკვეთილში, ძირითადად, გზის გაწმენდითი სამუშაოები სრულდება. რომ გათენდა, დღის სინათლეზე უფრო კარგად გამოჩნდა, სად რა არის დაზიანებული, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, რაც ყველაზე სასიხარულოა. ამინდიც დაწყნარებულია, შედარებით“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა პაატა ლომთაძემ.
მისივე თქმით, ქვიშა და ღორღი ნიაღვრების მიერ ჭიშკრებთან გროვებად არის თავმოყრილი და მოსახლეობას შესვლა-გამოსვლაში ხელს უშლის. ამიტომ, პირველ რიგში, რაც კეთდება, გზებისა თუ კერძო პირების საკუთრებში არსებული ფეხსავალი თუ სამანქანო მოძრაობისთვის განკუთვნილი ადგილების გაწმენდა და მოწესრიგებაა, პირველ რიგში, გადაადგილება უნდა გახდეს შესაძლებელი, _ დააკონკრეტა მან.