დღეს, დილით აჭარა-გურიის გზაზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსები ერთმანეთს შეეჯახა. „გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაშავებულია 28 ადამიანი.
“გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, რომ ყველა დაშავებული უკვე გადაყვანილია ქობულეთის კლინიკებში. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.