დიდი ხანია, სინგაპურში მაღლივი შენობით ვერავის გააკვირვებ, თუმცა ახალმა სასტუმრო “Marina Bay Sands”-მა ყველა პირდაღებული დატოვა.
ერთდროულად სამ 55-სართულიან კოშკზე, 200 მ სიმაღლეზე, 3 ფეხბურთის სტადიონის ფართობის მქონე გიგანტური “გემი” ამაყად “მიცურავს” ცაში…
გემზე კი არის ტროპიკული ბაღი 250 ხითა და 650 ეგზოტიკური მცენარით, უზარმაზარი საცურაო აუზი, “აზიური კულინარიის ცენტრი” და უამრავი სხვა გასართობი.