ცოტა ხნის წინ ტოკიოს უნივერსიტეტმა რობოტოტექნიკის უნიკალური მიღწევა _ “9 თვის ბავშვი ნაბი” წარადგინა.
ნაბი აგებულებით ზუსტად შეესაბამება 9 თვის ბავშვს, მისი სიგრძე 71 სმ-ია, წონა – 7,9 კგ.
პოლიურეთანის „კანი“ კი 600 სენსორს შეიცავს, რითაც ნაბი შეხებასაც აღიქვამს (სმენასა და მხედველობასთან ერთად).
ნაბი ნამდვილი ბავშვივით ითხოვს სათამაშოებს და იძლევა მეცნიერული დაკვირვების შესაძლებლობასაც, თუ როგორი სისწრაფით ვითარდება ბავშვი.