საქართველო 20 აგვისტოს შემდეგ ხანძარს ებრძვის, მინიმუმ, 20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. აღნიშნულ ინფორმაციას AZERNEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ძლიერმა ქარმა ცეცხლის სწრაფად გავრცელება გამოიწვია.
მისივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა და მხოლოდ ქონება დაზიანდა.
როგორც AZERNEWS წერს, დამსვენებელთა უმეტესობამ ბორჯომის ხეობა კვამლის გაჩენისთანავე დატოვა.
როგორც მაუწყებელი იტყობინება, აზერბაიჯანი საქართველოს ბორჯომის რაიონში ხანძართან ბრძოლაში უზარმაზარ დახმარებას უწევს.
მისი ინფორმაციით, საქართველოში პრეზიდენტ ილჰალმ ალიევის მითითებით, აზერბაიჯანის 22 სამხედრო შენაერთი, 1 ვერტმფრენი, 2 ვერტმფრენი GPS აღჭურვილობით და ეკიპაჟის 6 წევრით, ასევე 131 ოფიცერი გაიგზავნა.
ამჟამად აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ძალები ხანძრის ჩაქრობას განაგრძობენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ის შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Petroleum-მა ხანძრის დასაძლევად 65 ტონა საწვავი გამოჰყო.
კომპანიამ ასევე გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ხანძრის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღდგენაში.
AZERNEWS-ის ცნობით, აზერბაიჯანი ასევე ეხმარება საქართველოს სტიქიის ტერიტორიის გამოსახულების აზერსკი სატელიტით გადაღებაში, რომელსაც კომპანია „აზერკოსმოსი“ ახორციელებს.
როგორც ცნობილია, მიღებული სურათები დაეხმარება კატასტროფის ზონის ზუსტ შეფასებას და ზიანის ოდენობის განსაზღვრას.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტიქიის ზონის მონიტორინგი გრძელდება.