ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც 31 საარჩევნო ოლქია 14 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა.
მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები სხვადასხვა ოლქებში ასეთია: დაბა ნასაკირალში _ შოთა ართმელაძე; ასკანაში _ ილია მამალაძე; ირაკლი ჯაველიძე; დაბა ლაითურში _ რესან გაბაიძე; მერიაში _ ვაჟა ჩანჩიბაძე; ნატანებში _ ილია ნიკოლაიშვილი; ურეკში _ ჯაბა მიქაბერიძე; სილაურში _ ხვიჩა კილაძე; ბახვში _ მამუკა ანდღულაძე; მაკვანეთში _ მერაბ ვასაძე; ლიხაურში ტარიელ რუსიეშვილი; გურიანთაში _ მაია ზოიძე; ნაგომარში _ გიორგი ბოლქვაძე; ქალაქ ოზურგეთში _ ლევან მგელაძე.
მერობაზე კი დამოუკიდებლად ერთი კანდიდატია წარდგენილი _ კონსტანტინე შარაშენიძე.
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით კანდიდატობის მსურველებმა რეგისტრაციაში გასავლელად მხარდამჭერთა სიები უნდა წარმოადგინონ.