ბუკინგემის სასახლესთან სამართალდამცავებმა დანით შეიარაღებული პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა დაკავებამდე პოლიციის 2 თანამშრომელი დაჭრა.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავებული პირის ავტომობილში, რომელიც სასახლეს სიახლოვეს იყო გაჩერებული დიდი მჭრელი იარაღი აღმოაჩინეს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევის დროს ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფებოდა.