ბრიუსელის ცენტრში ბულვარ ემილ ჯაკმენზე დანით შეიარაღებული პირი ჯარისკაცებს თავს დაესხა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 1 სამხედრო დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ბელგიის პროკურატურის განცხადებით, თავდამსხმელი ტერორისტულ საქმიანობაში ცნობილი არ ყოფილა, მაგრამ თავდასხმის დროს არაბულად ყვიროდა რომ „ღმერთი უდიდესია“.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, გასროლის ხმა იქმდე გაიგო ვოდრე ქუჩაში პოლიცია გამოჩნდებოდა.
როგორც ცნობილია, ბრიუსელის ქუჩებში ჯარისკაცები მობილიზებულები 2016 წლის მარტში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ არიან.
როგორც ცნობილია, ტერორისტული აქტის შედეგად ბრიუსელში 32 ადამიანი დაიღუპა.