სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ისევ დაარღვია. აღნიშნულ ინფორმაციას AZERNEWS ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი სამხედროების მისამართით 118-ჯერ ესროლეს.
მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მსხვილ კალიბრიან იარაღს იყენებენ.
როგორც ცნობილია, სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყანას შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პრეტენზიები გამოთქვა.
ომის შედეგად 1992 წელს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% დაიკავეს, მათ შორის, მთიანი ყარაბაღის რეგიონი და მიმდებარე 7 რაიონი.
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 1994 წელს შედგა.
სომხეთი არ ასრულებს გაეროს უშიშროების 4 რეზოლუციას და მთიანი ყარაბაღიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები არ გაჰყავს.