28 აგვისტოს საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის ბრიფინგს გამართავს. კომიტეტისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია “არემჯი გოლდის” კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ . გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო. მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო. სავარაუდოდ სრულადაა დანგრეული ძველი გალავნის ერთი ნაწილიც,
კომიტეტის წევრების თქმით სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება- განადგურება აგრეთევ კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს.
საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საყდრისის კომიტეტი ბრიფინგზე ძეგლის დაზიანების დამამტკიცებელ კონკრეტულ მტკიცებულებებს წამოადგენს.
ბრიფინგი ‘პრაიმ ტაიმის” პრეს- კლუბში 28 აგვისტოს 11 საათზე დაიწყება.