მე ასეთი ამბავი შემემთხვა…, _ წერს ოზურგეთელი ნაზი ჩავლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
“ჩემს მეზობლად კორპუსში სომეხი ეროვნების ოჯახი ცხოვრობდა… კარდაკარ გამოკითხვის დროს ვესტუმრე და რა თქმა უნდა, თანხმობა მომცეს. წამოვედი მშვიდად, გავაფორმე ჩემს სიაში… როცა ნომრებს ვარიგებდი, კვლავ ვეახელი და… შვილი მეუბნება არა ქართული აქცენტით _ ლუბა წევიდა, ნაზიჯან! ვიფიქრე სადმე წავიდა და სად-მეთქი, _ ვკითხე. ექადიაზეო. რა უჭირს მერე, არჩევნებამდე ქი ჩამუა-მეთქი და დავტოვე… მერე მეზობელმა მითხრა სა ჩამოვა, მოკვდა მაგიო”, _ წერს ჩავლეიშვილი სოციალურ ქსელში.