ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2016 წელს განცხორციელებული სტიქიების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად სოფელ ქობულეთში ფერდასამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში 32 ლოკაციაზე მოეწყობა დამცავი კედლები და გაბიონები.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 239 235 ლარია გათვალისწინებული. სამშენებლო სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება. (R)