სოფელ დაგვაში მარიამობის დღესასწაული აღინიშნა. სახალხო ზეიმზე სოფელ დაგვას მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა. სოფლის მკვიდრნი სტუმრებს ტრადიციული კერძებითა და ნუგბარით გაუმასპინძლდნენ.
ადგილობრივი ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ბოლოს საპატიო დაგველები გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები გადაეცათ.
სახალხო ზეიმს საბერძნეთიდან ტრადიციულად სადღესასწაულოდ ჩამოსული ბერძნები ესწრებოდნენ.
სოფელ დაგვაში სახალხო ზეიმი „მარიამობა“ 2006 წლიდან ყოველწლიურად აღინიშენბა. ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. (R)