მუმბაიში 6 სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.
THE RICHMOND TIMES-DISPATCH -ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია.
სახანძრო-სამაშველო ბრიგადის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ დაკარგულად არავინ ითვლება.
როგორც ცნობილია, ათასობით შენობა, მუმბაიში, 100 წლის წინ არის აშენებული, ძლიერმა წვიმებმა კი წლების განმავლობაში მათი საძირკვლების შესუსტება გამოიწვია, თუმცა ავარიულ შენობებში ხალხი მაინც ცხოვრობს.
ამავე თემაზე:
6-სართულიანი შენობის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა