ვეგბერდი Healthgrove-ი მკითხველს სთავაზობს იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომელიც ახალგაზრდებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მოხუცებს. რეიტინგში პირველ ადგილას დეპრესიული აშლილობაა.
აღნიშნული პრობლემა 100 000 ადამიანიდან 1464-ს აწუხებს, დეპრესიული აშლილობა ძირითადად 20-24 წლის ასაკში ვლინდება.
მეორე ადგილზეა რკინადეფიციტური ანემია, რომელიც 5-9 წლის ბავშვებში ხშირია. ეს დაავადება გულისხმობს სისხლში რკინის ნაკლებობას.
მესამე ადგილზეა ასთმა, რომელიც 100 000 ადამიანს შორის 655-ს აწუხებს. იგი საშუალოდ 10-14 წლის ასაკში შეინიშნება.
მეოთხე ადგილზეა მიგრენი, რაც თავის ნერვული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თავის ძლიერი ტკივილით. იგი დაახლოებით 35-დან 39-მდე ასაკის ადამიანებს აწუხებთ.
მეხუთე ადგილს იკავებს შიზოფრენია, რაც 100 000 ადამიანს შორის 481-ს აწუხებს.
მეექვსე ადგილას კი რეიტიგში აკნეა, რომელიც ძირითადად 15-19 წლის ასაკში აწუხებთ ახალგაზრდებს.
მეშვიდე ადგილზე კი ბიპოლარული აშლილობაა. რომელიც 25-29 წლის ასაკში ვლინდება ძირითადად.
მერვეზეა დერმატიტი, რაც კანის ანთებითი რეაქციაა და იგი ხშირია 35-39 წლის ქალებში.
მეცხრეზეა ასევე კანის დაავადება, კერძოდ კი კანის ვირუსული დაავადებები, რაც 5-9 წლის ბავშვებს აწუხებს.
მეათეზე ბულემია, მე-11-ზე აუიტიზმი, მე-12-ზე კი სტრესით გამოწვეული თავის ტკივილი.
ოცეულში ასევე შედის ანორექსია, ასპერგერის სინდრომი (15-19 წლის მოზარდებში) და კარიესი.