ტირამისუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული იტალიური დესერტია. მისი მთავარი ინგრედიენტია ყველი მასკარპონე.
ახლახან სარეკორდო – 1075-კგ-იანი ტირამისუ ფრანგებმა დაამზადეს და იტალიელების 782-კგ-იანი რეკორდი გააუმჯობესეს.
დესერტის მომზადებას 300 კგ მასკარპონე, 60 კგ ნაღები, 108 კგ კვერცხის ცილა, 192 კგ შაქარი და 180 კგ ფქვილი დასჭირდა, რასაც დაემატა ბლომად კაკაო, შოკოლადი, ყავა და ღვინო მარსალუ. 40 კვმ ფართობის დესერტი ყინულის მოედანზეა მოთავსებული და მას ნაჭერ-ნაჭერ საქველმოქმედო მიზნით ყიდიან.