საჰარაში დასრულდა 24-ე 6-დღიანი “ქვიშის მარათონი”, რომელიც ყველაზე მძიმე მარათონად ითვლება.
მისი სიგრძე 243 კმ-ია, თუმცა პაპანაქების გამო წელს იგი საგრძნობლად შეამოკლეს.
ამის მიუხედავად, ყოველდღიურად 8-საათიან სირბილს უმრავლესობამ ვერ გაუძლო და ფინიშამდე ვერ მიაღწია.
მით უმეტეს, რომ მონაწილეებს თავად უწევდათ წყლისა და საკვების ტარება, რასაც მხოლოდ საკონტროლო პუნქტებზე ურიგებდნენ.