მაგდა პაპიძე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს. ცნობილი ხდება ისიც, რომ უვადო პატიმრობაში მყოფ მაგდა პაპიძეს დედამთილი, დარეჯან მინდიკაური სასამართლოში სამოქალაქო წესით უჩივის. ამჯერად საქმე ეხება ქონებრივ დავას. დარეჯან მინდიკაური მსჯავრდადებულისთვის იმ ქონების ჩამორთმევას ითხოვს, რომელიც ქმრის, ომარ ქაფიაშვილის გარდაცვალების შემდეგ მაგდა პაპიძის საკუთრებაში მოექცა, ვინაიდან, კანონის თანახმად, მეუღლე პირველი რიგის მემკვიდრედ მიიჩნევა.
მაგდა პაპიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.