4 ადამიანი დაშავდა დღეს ბათუმში, მატარებლის სადგურთან მომხდარი ავარიის დროს.
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახენ.
როგორც გვითხრეს დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.