მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან ხულოში. შავნაბადის მთაზე ხანძრის ჩაქრობა ისევ ვერ ხერხდება. სამუშაოს რთული რელიეფი ართულებს. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს. დღის განმავლობაში პროცესში ტექნიკა და ავიაცია უნდა ჩაერთოს.
შავნაბადის ტყეში ხანძარი 3 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა.