კრაკოველმა ცხოველების მოყვარულმა საოჯახო ბიზნესი წამოიწყო – სწრაფი მომსახურების “ძაღლსარეცხი”, რომელიც ისეთივე კონვეიერული პრინციპით მუშაობს, როგორც ავტომობილების რეცხვის პუნქტი.
ფასიც ზუსტად ავტომობილის რეცხვის ტოლია – 8 ევრო.
ძაღლებს არ აკლიათ თბილი წყალი, სპეციალური შამპუნები, მრავალნაირი ჯაგრისი და სავარცხელი, ბეწვის საშრობი და პირსახოცი.
ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი გამოდგა – “საწარმოს” კლიენტები არ აკლია.