ყოველი წლის 10 სექტემბერს, მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით 800 ათასი ადამიანი იღუპება სუიციდის შედეგად, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.
სტასტიტიკის მიხედვით, სუიციდის შემთხვევათა 75% მცირე და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხდება. სწორედ ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ქვეყნებისადმი ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა.
2017 წლის 10 სექტემბრის დევიზია: ,,დაიჭირე წამი, შეცვალე ცხოვრება’’
ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია “ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის’’ საჯარო დოსკუსიას გამართავს, სადაც სუიციდის ზოგად ფაქტებზე, მითებზე, რეალობაზე, პრევენციის ეფექტურ მექანიზმებზე და მედიასივრცეში სუიციდის თემის გაშუქების პრობლემებზე იქნება საუბარი.