სკოლებში არის მეგობრობისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, _ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 143-ე სკოლაში განაცხადა.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, ახალი სასწავლო წლისთვის მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, თითქმის 300-ზე მეტი სკოლა გალამაზებული და მოწესრიგებული დახვდათ მოსწავლეებს.
“მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ექვსი სრულიად ახალი სკოლა გაიხსნა. ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში სკოლები არ აშენებულა. ბოლო პერიოდში ეს პროცესი დაიწყო. გასამმაგდა იმ პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც პროფესიული განვითარების პროცესში ჩაერთვნენ, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეებს უფრო მოტივირებული და უკეთ მომზადებული პედაგოგები დახვდებათ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დახვდებათ გაუმჯობესებული ბუფეტი, სადაც არ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები.
“აკადემიურ სახელმძღვანელოებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას მიირთმევენ ბავშვები და როგორ იკვებებიან ისინი. ეს არის არაჩვეულებრივი და თავდადებული ხალხი თავისი საქმისთვის, რომელთაც არც კვალიფიკაცია და არც მოტივაცია აკლიათ. სკოლებში არის მეგობრობისა და თანამშრომლობის ატმოსფერო. მე მივიდოდი ისეთ სკოლაში, სადაც წასვლა საინტერესო და სახალისოა, ჩვენ ყველანი ვყოფილვართ მოსწავლეები და სკოლა მხოლოდ სწავლა არ არის. სკოლა არის აღმზრდელობითი პროცესი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავკეთილებისა და დავალების გარდა კიდევ რას გთავაზობს სკოლა. ჩვენი სკოლა, ამ მხრივ, კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება”, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ
1tv.ge