ბრაზილიაში ფესტივალზე ROCK IN RIO 2017 ლეიდი გაგას გამოსვლა გაუქმდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გაუქმების მიზეზი მომღერლის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეიდი გაგა ფიბრომიალგიით არის დაავადებული, რასაც კუნთების ტკივილი ახასიათებს.
მაუწყებლის ცნობით, ლეიდი გაგამ ავადმყოფობის მიზეზით ამ თვის დასაწყისში შოუ კანადაში, მონრეალში გააუქმა.
ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.