ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის 178 მოსწავლე დღეიდან ახალ სკოლაში ისწავლის. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სკოლა 250 ბავშვზეა გათვლილი და მისი ღირებულება 1 მილიონი ლარია.
ამ დრომდე ზოტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ავარიულ შენობაში უტარდებოდათ გაკვეთილები.
ახალი სკოლის გახსნა, ზოტელ მოსწავლეებს და პედაგოგებს დღეს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მიულოცეს.