ბაჰამის კუნძულებზე წყალქვეშა ექსპედიციის მონაწილეები მომცრო რიფის ზვიგენებს იღებდნენ, როცა უეცრად დიდი, ვეფხვისებრი ზვიგენი გამოჩნდა.
49 წლის მიგელ ლასამ მისი გადაღებაც სცადა… მ
ეტად საშიში მტაცებელი, ჩანს, “ნადირობის იშტაზე” არ იყო, ძვირად ღირებული წყალქვეშა კამერა ლასას ელვის უსწრაფესად გამოსტაცა და გაუჩინარდა, ექსპედიციის მონაწილეები უვნებლად გადარჩნენ.
მალე რამდენიმე ასეულ მეტრში დაუზიანებელი კამერა იპოვეს.
“სასწაულია, ასეთ ბასრ კბილებს ძვირფასი აპარატურაც რომ გადაურჩა: მარილიან ზღვის წყალში ერთი ნაკაწრიც საკმარისია კამერის მწყობრიდან გამოსაყვანად”, – განაცხადა ლასამ.