პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ დაფუძნებული “შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატი ჩოხატაურში გოჩა მეგრელიშვილი იქნება.
მოძრაობას უკვე აქვს პარტიული სიაც, რომელსაც სათავეში მერობის კანდიდატი უდგას.
სიის მეორე ნომერი მალხაზ ჩხიკვაძე იქნება. მესამე ნომერი დავით თოდრია, რომელიც ერთი კვირის წინ, “ქართული ოცნების” პარტიული სიის მეცამეტე ნომერი იყო.
“შენების მოძრაობის” მეოთხე ნომერი თეიმურაზ ჩხიკვიშვილია; მეხუთე _ მაია სიხარულიძე; მეექვსე _ ელენე ჯაში; მეშვიდე _ იოსებ რამიშვილი; მერვე _ დავით ქორიძე.
მერობის კანდიდიდატის და პარტიული ათეულის წარდგენა ჩოხატაურში კვირის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.