“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვანის, ზომლეთისა და სამების სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატები – ვანსა და ზომლეთში გივი თავაძე, ხოლო სამებაში ზვიად წეროძე წარუდგინა.
ირაკლი კუჭავამ ადგილობრივებს სამომავლო გეგმებიც გააცნო და სოფლებში არსებული ძირითადი საჭიროებების შესახენ ინფორმაცია მოისმინა.
მოსახლეობა მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს ასახელებს.