’ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბეგლარ სიორიძემ, საარჩევნო კამპანია მშობლიური სოფლიდან დაიწყო და პირველი შეხვედრა კონჭკათის მოსახლეობასთან გამართა.
‘’ჩემი პროგრამა მინიმუმია – არცერთი სოფლის ცენტრალური გზა ასფალტის გარეშე. თუმცა აუცილებლად მისახედია შიდა გზებიც და ამ მხრივ ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ.” – განუცხადა სიორიძემ ამომრჩეველს.
მერობის კანდიდატის თქმით, მისთვის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა და შესაბამისად, გზების კეთილმოწყობას სოფლებში, მერად არჩევისთანავე დაიწყებს.
თანასოფლელებთან შეხვედრისას სიორიძემ მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, ამჟამად, კონჭკათში გაზიფიცირების სამუშაოები ხორციელდება, რის შედეგადაც ბუნებრივ აირს, ახლო მომავალში, ყველა ოჯახი მოიხმარს.
რაც შეეხება სასმელ წყალს, როგორც სიორიძემ აღნიშნა, ეს საკითხი სოფელში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, რომელიც მომავალ ოთხ წელიწადში საბოლოოდ გადაიჭრება.