“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მორიგ დასკვნას აქვეყნებს, სადაც დეპუტატების ბიზნეს საქმიანობასა და დეკლარაციებზეა საუბარი. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 9 დეპუტატი კონსტიტუციას არღვევს. ისინი აქტიურად მონაწილოებენ ბიზნესსა და სახელმწიფო ტენდერებში, რასაც მათ ქვეყნის მთავარი კანონის 53-ე მუხლი უკრძალავს და ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.გარდა ამისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” განმარტავენ, რომ 30 დეპუტატის შემთხვევაში, არასრულადაა შევსებული ქონებრივი დეკლარაციები.
“პარლამენტის 9 წევრი არის რეგისტრირებული კომერციულ იურიდიულ პირში, დირექტორად და ასევე არის შემთხვევები, როდესაც მათ მიერ საკუთარი ბიზნეს წილები, ასევე უძრავი ქონება არ არის დეკლარირებული,” – განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.
ორგანიზაციის განმარტებით, დარღვევები გამოვლინდა, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის შემთხვევაში.