ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც შინიდან სკოლამდე და პირიქით, ფეხით ან ველოსიპედით დადიან, უკეთესად სწავლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მანქანით ან ავტობუსებით მიჰყავთ.
ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოსწავლეები, რომლებიც კვირაში 3-4-ჯერ ვარჯიშობენ, სწავლაში ლიდერობენ.
გასამხნევებლად სრულიად საკმარისია 5 წუთით თავის მოძრაობა. გონებრივი შრომის ეფექტიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული ტვინის სისხლით მომარაგებაზე.
თავის მარჯვნივ, მარცხნივ და წინ დახრა, კისრის ტრიალი, ხშირად გვეხმარება არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღებაში.