“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი, სოფელ მამათის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ პატეიშვილი წარუდგინა.
სარიშვილმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, პირველ რიგში, სოფელში ის ძირითადი ინფრასტრუქტურული გამოწვევები უნდა დაიძლიოს, რასაც მოსახლეობა პრიორიტეტად მიიჩნევს.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად საყანე ფართობებთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია დაასახელეს. (R)