ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” პარტიის ცენტრალურ ოფისში დაუდასტურეს.
შარაშენიძე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2012-2014 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
“შეხვედრებზე დადიოდა და ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო”, _ აღნიშნეს პარტიაში.
დღესვე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიიდან რიცხავენ პარტიის ჩოხატაურის სიის მეათე ნომერს მაია პაიჭაძეს.
ამავე თემაზე: “ოცნების” სიის მეათე ნომერს პარტიიდან რიცხავენ _ “გუნდის წინააღმდეგ წავიდა” (ექსკლუზივი)