ჟურნალ PLAYBOY-ის დამფუძნებელი, ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მან ჟურნალის გამოცემა 1953 წელს დაიწყო. პირველ გამოცემაში მერილინ მონროს შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც 1949 წელს იყო გადაღებული და 200 დოლარად შეიძინა.
მას ფემინისტები და სხვები ქალების სექსუალურ ობიექტებად გადაქცევაში ადანაშაულებდნენ.
1963 წელს ჰეფნერს უხამსობაში დასდეს ბრალი PLAYBOY-ის გამოქვეყნებისთვის, მაგრამ ჟიურიმ განაჩენის გამოტანა ვერ შეძლო.
2012 წელს, 86 წლის ასაკში მან მესამედ იქორწინა. მისიი რიგით მესამე მეუღლე კრისტალ ჰარისი, კი მასზე 60 წლით უმცროსი იყო.
როგორც Playboy Enterprises Inc იუწყება, ის ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.