გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება და იწვიმებს. დღეს დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები გავრცელდება. ტემპერატურა +19, +23 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა + 20, +21 გრადუსი იქნება.
2–3 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იწვიმებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა + 13, +18 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს +13, +16 გრადუსი.