მსოფლიოში უდიდესმა სამგზავრო თვითმფრინავმა, A380-მა, რომელიც პარიზიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, იძულებული გახდა კანადაში დაშვებულიყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავის დაშვება ატლანტიკის გადაკვეთისას ერთ-ერთი ძრავის დაზიანებამ გამოიწვია.
მაუწყებლის ინფორმაციით, თვითმრინავში 497 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა ლოს-ანჯელესში ჩასაყვანად ავიაკომპანიამ 2 თვითმფრინავი უკვე გამოყო.