აშშ-ის შტატ კოლორადოს მცხოვრები, 9 წლის სამანტა იანგი ბავშვობიდანვე ალიგატორებს “გაუშინაურდა”.
მის მშობლებს – ჯეი და ერინ იანგებს ალიგატორების მოზრდილი ფერმა აქვთ, სადაც 350 რეპტილია ბინადრობს.
ალიგატორებთან ურთიერთობას მშობლები სამანტას 6 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ. “ჩვენთან ნებისმიერს 70 დოლარად შეუძლია სპეციალური კურსის გავლა, თუ როგორ უნდა მოიქცეს სწორად ალიგატორებთან” – აცხადებს ერინ იანგი.
“თავიდან, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, მაგრამ მალე მივეჩვიე – მამა სულ ჩემ გვერდით იყო და მიხსნიდა, მტაცებლის თავდასხმისთვის თავი როგორ უნდა ამერიდებინა. ჯერჯერობით, “ჩემი” ალიგატორების სიგრძე 240 სმ-ს არ აღემატება. რომ გავიზრდები, უფრო დიდებსაც “მივხედავ” – ამბობს 9 წლის უშიშარი “მომთვინიერებელი”.