დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, 30 წლის ბაჩი ბოლქვაძის მკვლელობაში ბრალდებულის ზურაბ გუჯაბიძის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ბაჩი ბოლქვაძის ახლობლები და მეგობრები სასამართლო პროცესს ელოდებიან.
“ისეთი ამბავია ქობულეთში, რომ არავის არ ვისურვებ. ძალიან მძიმეა ჩვენთვის, რომ ბაჩი ცოცხალი აღარ არის. მისი ძმაკაცები, მეგობრები ყოველდღე საფლავზე დადის და იხსენებენ ბაჩის“, _ გვითხრა ბაჩი ბოლქვაძის ახლობელმა.
14 აგვისტოს, ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში, ადგილობრივმა მკვიდრმა ზურაბ გუჯაბიძემ ქობულეთელი ბაჩი ბოლქვაძე მოკლა.
შსს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელობა გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. უწყების ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
“გურია ნიუსის“ კორესპოდენტი ამ წუთებში სასამართლოში იმყოფება. დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.